Search
  • Search
  • My Storyboards

ეკოსისტემის კომპონენტები

Copy this Storyboard
ეკოსისტემის კომპონენტები
Storyboard That

Create your own Storyboard

Try it for Free!

Create your own Storyboard

Try it for Free!

Storyboard Text

  • დიახ რათქმაუნდა, მინდოდა ზუსტად ამ თემაზე მელაპარაკა, შემდეგ კი შეგეძლება შენს თანაკლასელებსაც უთხრა.
  • გამარჯობა მასწავლებელო, შეგიძლიათ ინფორმაცია მომაწოდოთ ეკოსისტემაზე?
  • აბიოტური კომპონენტებია:ენერგია, ჰაერი, წყალი, ნიადაგი.
  • ეკოსისტემა შედგება ბიოტური და აბიოტური კომპონენტებისაგან, ანუ ცოცხალი და არაცოცხალი.
  • ეკოსისტემა უპირველესყოვლისა საჭიროებს ენერგიას. ეკოსისტემაში ენერგიის წყაროს წარმოადგენს მზე. ჰაერში არსებული სხვადასხვა გაზები, ასევე წყლის მინერალები და ნიადაგი შესაძლოა ჩაითვალოს აბიოტურ კომპონენტად, რომლებიც ცოცხალი ორგანიზმების საჭიროებებს აკმაყოფილებს.
  • ეკოსისტემის ბიოტური კომპონენტებია: მცენარეები, ცხოველები და ადამიანები.ბიოტური და აბიოტური კომპონენტები კვებითი ციკლებისა და ენერგიის ნაკადების მიმოცვლის შედეგად ურთიერთქმედებენ.
  • ბიოტური ფაქტორებიდან ცალკე გამოყოფენ ანთროპოგენურ ფაქტორს რაც გულისხმობს ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გავლენას მთლიანად ბუნებაზე.
  • მცენარეები საკვებ ნივთიერებებს ნიადაგიდან იღებენ, სასიცოცხლო ციკლის დასრულების შემდეგ კი დაშლის პროცესებით თავად ანოყიერებენ ნიადაგს.მცენარეები საკვებს ნიადაგიდან, წყლიდან და ჰაერიდან შეიწოვენ რითაც საკვებით ამარაგებენ მტაცებელ სახეობებსაც.
  • ბიოცენოზი არის გარკვეულ ტერიტორიაზე ბინადარი ყველა პოპულაციის ერთობლიობა
  • ცხოველები იხოცებიან სხვა ცხოველების გამო ანუ ისინი თავს ესხმიან(ამ შემთხვევაში ამას შეიძლება დავარქვათ მტაცებლური ურთიერთობა ცხოველებს შორის)
  • ორგანიზმების პოპულაცია მცირდება ადამიანების გამო, რადგან ისინი აბინძურებენ ნიადაგს, წყალს, ჰაერს და ესენი ძალიან მნიშვნელოვანია ცოცხალი ორგანიზმებისთვის
  • ერთერთი ინციდენტი ჩინეთში, რომელსაც ,,ფრინველების გენოციდი დაარქვეს, 1958წ ჩინეთის ლიდერმა მაო ძედუნმა გამოსცა ბრძანება ბეღურების დახოცვის მიზნით, მიზეზი კი ნაკლები მოსავალი გახდა.მთელმა ჩინეთმა ეს შეძლო და იმ დროს ვერცერთ ფრინველს ვერ ნახავდა ადამიანი. ბუნებამ კი მათ სამაგიერო გადაუხადა, ბეღურების დახოცვის შემდეგ მომრავლდნენ მწერები რამაც ქვეყანაში შიმშილი გამოიწვია. ჩინეთმა სსრკ-ს დახმარება სთხოვა, რომ ბეღურები გამოეგზავნათ. ამ ამბიდან გამომდინარე თამამდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრინველები და არამარტო ფრინველები უდიდეს როლს თამაშობენ ეკოსისტემაშო ამიტომაც უნდა გავუფრთხილდეთ მას!
Over 30 Million Storyboards Created
No Downloads, No Credit Card, and No Login Needed to Try!
Storyboard That Family