დადგა შემოდგომა, აცივდა, ამინდები თანდათან გაუარესდა, გადამფრენი ფრინველები დიდი ხანია თბილ ქვეყნებში გაფრინდნენ. მხოლოდ ბეღურები დარჩნენ ცივ ქალაქში.
მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვუყრიდით პურის ნამცეცებს წვიმისა და სიცივისგან აბუზულ ბეღურებს.
თუმცა ეს საკმარისის არ იყო, საჩირო იყო ისეთი რამის მოფიქრება რაც ბეღურებს ცივ ზამთარს გადაატანინებდა და მათ თავშესაფარზე დავიწყეთ ფიქრი.
ბევრი ფიქრის შემდეგ მოვიფიქრეთ ჩვენი სახლის ახლო სკვერში, ხეებზე ჩიტებისთვის მოგვეწყო სახლები.
მოდი, ჩვენს სკვერში ჩიტებისთვის პატარა სახლები მოვაწყოთ.
ძალიან კარგი იდეაა!
საჭირო იყო ჩვენი ინიციატივა უფროსებისთვის გვეთქვა. მშობლებს ძალიან მოეწონათ ჩვენი წამოწყება და დახმარებასაც დაგვპირდნენ.
ჩვენ გვინდა რომ ჩიტებისთვის პატარა სახლები გავაკეთოთ!
ძალიან დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით!
მამამ პატარა სახლებისთვის საჭირო მასალა მოგვცა და მათ გაკეთებაშიც დაგვეხმარა.უფროსებმა მოგვინიშნეს ის ხეები მომლებზედაც საკვებურების დამაგრება შეიძლებოდა.
Over 30 Million Storyboards Created
No Downloads, No Credit Card, and No Login Needed to Try!